ვანის N2 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამა დაინერგა
30-10-2020

ვანის N2 სკოლის მასწავლებელმა, ნინო სანიკიძემ VII კლასში Minecraft Education Edition-ის საპილოტე პროგრამა წარმატებით დანერგა. 

„ყველა ინოვაცია და გამოწვევა ჩვენთვის სტიმულია ახალი, დიდი საქმეების საკეთებლად. პანდემიის პერიოდში, როცა ყველაფერი „გაჩერდა“, ჩვენ ბევრ საინტერესო აქტივობას ვახორციელებდით.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, სკოლებში - Minecraft Education Edition-ის საპილოტედ დანერგვის პროცესი დაიწყო. პროექტი, რომელიც „Microsoft საქართველოსთან“ თანამშრომლობითა და კომპანიის - Mindworks Education ჩართულობით ხორციელდებოდა, საქართველოს მასშტაბით ჩართული იყო სულ 100 სკოლა მათ შორის ჩვენი სკოლა და ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო სანიკიძე, რომელმაც მიმდინარე პროექტი წარმატებით დანერგა-განახორციელა შერჩეულ საპილოტე VIIა კლასში.

Minecraft Education Edition – თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა. ეს პლატფორმა ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს არის ღია სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ იყვნენ შემოქმედებითები, ჩაატარონ ექსპერიმენტები და იმუშაონ პრობლემების მოგვარებაზე.

Minecraft Education Edition იდეალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში ცალკე ან ინტეგრირებულად. ვულოცავთ ჩვენს სკოლას, ქალბატონ ნინოს და ჩვენს ბავშვებს ამ დიდ წარმატებას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203