ჩიბათის საჯარო სკოლაში საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიზნით პროექტი განხორციელდა
30-10-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩიბათის საჯარო სკოლაში გაიმართა პროექტი - „ახალგაზრდა ქართველებს აქვთ საკუთარი ხმა“.

პროექტი მიზნად ისახავდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, მათ მონაწილეობას არჩევნების პროცესში, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების გააზრებას, გათავისებას იმის, რომ ახალგაზრდებს აქვთ მნიშვნელოვანი „ხმა“ სახელმწიფოში, აქვთ ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა და პოლიტიკურ დისკუსიებში აქტიური მონაწილეობის უფლება.

პროექტის ფარგლებში, გაიმართა საპარლამენტო არჩევნების სიმულაცია. რომელიც შედგებოდა სამი ინტერაქტიული მოდულისგან, რამაც განაპირობა მოსწავლეთა მზაობა, პასუხისმგებლობა და მოტივაცია. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ პროცესში, წარმატებით გაითავისეს სხვადასხვა როლები.

„ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ გვქონდა უკუკავშირი. მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს ხელს უწყობს მაღალი სააზროვნო უნარების და დებატის კულტურის ჩამოყალიბებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, საარჩევნო კამპანიის დროს პროგრამების გაანალიზებას, ლიდერობის უნარების განვითარებას, მოქლაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას.

აქტივობა განხორციელდა ორგანიზაცია „ქართლოსის“ და პოლონური ფონდი RITA-ს -მხარდაჭერით (აქტივობა გაიმართა პანდემიიდან გამომდიბარე სკოლის ღია სივრცეში) მადლობას ვუხდით სკოლის სახელით ყველა ჩართულ მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისათვის“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203