რუსთავის N21 საჯარო სკოლის მოსწავლე ნუცა ლომსაძემ izrune.ge-ს ტესტი ბრწყინვალედ გაიარა
30-10-2020

რუსთავის N21 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლე ნუცა ლომსაძე მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული. ნუცა ტესტირებებში წელს პირველად ჩაერთო და აღფრთოვანებას ვერ მალავს.

„მე, ნუცა ლომსაძე, რუსთავის N21 სკოლის IV კლასის მოსწავლე, ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი შემეცნებითი და გასართობი ტესტებით. 

მადლობა, რომ არსებობთ და ასე გვახალისებთ ყოველ ხუთშაბათს.

ჩემი ჰობია: სიმღერა, ხატვა...მიყვარს როგორც სასკოლო, ასევე კლასგარეშე ლიტერატურის კითხვაც. წელს ჩავერთე თქვენს პროგრამაში და უბედნიერესი ვარ“,-ამბობს ნუცა.

22 ოქტომბერს „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ სავარჯიშო ტესტის დღე იყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203