ბათუმის N8 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა ხელნაკეთი წიგნები შექმნეს
29-10-2020

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ფატმა ზოიძის ხელმძღვანელობით, საინტერესო დავალება შეასრულეს. 

მოსწავლეებმა თვითნაკეთი წიგნები შექმნეს.

„შეიყვარე წიგნი პატარავ, ის ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებს!“ -ეს არის ჩვენი წიგნიერების სლოგანი! ვკითხულობთ, ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს, ვქმნით ახალ წიგნს ჩვენეული ვერსიით რა თქმა უნდა, მითითებებს და რჩევებს ვღებულობთ პედაგოგისაგან და კვლავ ვმუშაობთ დისტანციურად!

დარჩი სახლში!

წიგნები როგორც ლამპრები

ან მწვერვალები შორი

წიგნებმა კაცად აქციეს-

არა ერთი და ორი“,- აღნიშნავენ მოსწავლეები. 

მე-3 კლასის ხელმძღვანელი ფატმა ზოიძე მოსწავლეების-  ნუცა ბერიძის, გაბრიელ სართანიას, ანანო გათენაძის და სანდრო კეკელიძის მიერ შესრულებულ დავალებას გვთავაზობს:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203