ნაგების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
29-10-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

პირველკლასელებისთვის მასწავლებელმა ნელიკო გიგანმა ქართული ანბანის შესწავლასთან დაკავშირებით ზეიმი მოაწყო.

„პირველკლასელებისთვის განსაკუთრებული დღე იყო. დამთავრდა წინასაანბანო პერიოდი და შემობრძანდა ქართული ანბანი. მასწავლებელმა ნელიკო გიგანმა პატარებს მოუწყო ზეიმი, მიულოცა ანბანის შემობრძანება, იებით, ლამაზი ფერებით, „აი ია“-თი შემობრძანდა ანბანი ჩვენს საყვარელ პირველკლასელებთან. ვულოცავთ მათ ამ მშვენიერ დღეს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203