ზედა ბზვანის საჯარო სკოლაში თემაზე - „აღზრდა ძალადობის გარეშე“ კლასის საათი ჩატარდა
29-10-2020

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზვანის საჯარო სკოლაში თემაზე - „აღზრდა ძალადობის გარეშე“ კლასის საათი ჩატარდა. 

მოსწავლეებს დაურიგდათ ბუკლეტები, რომლებსაც გაეცნენ და გამართეს დისკუსია. გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები ბულინგის და მისი თავიდან არიდების გზების შესახებ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტში დისტანციურად ჩაერთვნენ მშობლები, მათაც მიიღეს ინფორმაცია და საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების საშუალება მიეცათ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203