„izrune.ge-ს კვალდაკვალ, მივიწევ წინ!“-თხილნარის N1 სკოლის მოსწავლე მირიან ცეცხლაძე ინოვაციური პორტალის ტესტებს წარმატებით გადის
29-10-2020
ხელვაჩაური​ს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე მირიან ცეცხლაძე მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არის ჩართული. 

მირიანი izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადის.

„აი ისევ და ისევ izrune.ge-ს კვალდაკვალ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ! ჩემი ძვირფასი დედა ისევ ჩემს გვერდითაა და ჩვენ ისევ izrune.ge-სთან ერთად ვართ. ვიეშმაკე და ონლაინ გაკვეთილებს შორის მოვასწარი izrune.ge-ზე შემოვსულიყავი, რადგან ამას ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე მოუთმენლად ველი. მიყვარს izrune.ge და ყველა ვინც ზრუნავს ბავშვების განათლებაზე“,- გვწერს ყოჩაღი და მომღიმარი ბიჭი.

29 ოქტომბერს izrune.ge-ზე მათემატიკის ტესტის დღეა. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203