ქვედა სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის 180 წლის იუბილე დისტანციურად აღნიშნეს
29-10-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა ონლაინ რეჟიმში აღნიშნეს დიდი საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის 180 წლის იუბილე. მათი მასწავლებელი მაგული ვასაძეა.

მეორეკლასელების გარდა, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით მოკრძალებული ღონისძიება წარმოგვიდგინეს მე-4 კლასის მოსწავლეებმაც. მათ მასწავლებელი მაია ოქროპირიძე ხელმძღვანელობდა.

იაკობ გოგებაშვილი 1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა.

იხილეთ ვიდეო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203