ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საინტერესო აქტივობებით დაიწყეს
29-10-2020

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საინტერესო აქტივობებით დაიწყეს. პატარებმა იები დახატეს და მასწავლებელს წარუდგინეს. მათთვის სახალისო აქტივობებთან ერთად ანბანის შესწავლა სახალისო აღმოჩნდა.

„დღეს ჩვენთან ისე ნანატრი, ლამაზი დღე დგებაო,
გზად ია-ვარდი დაჰფინეთ, ანბანი მობრძანდებაო!

I კლასში (მასწავლებელი: გ. სანებლიძე) შემობრძანდა ანბანი. მოსწავლეები და მასწავლებელი ერთად მოეფერნენ იას.
მოსწავლეთათვის „აი იას“ ახსნითი გაკვეთილი საინტერესო აქტივობებით წარიმართა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203