„I ტურის ორგანიზებაში სკოლის მთელი გუნდი ჩაერთო“ - ხანდოს საჯარო სკოლაში „ეტალონის“ ტესტირება ღია ცის ქვეშ გაიმართა
29-10-2020

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა. 

ტესტირება სკოლაში, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების რეკომენდაციების დაცვით, ღია ცის ქვეშ გაიმართა.

„სკოლის მთელი გუნდი ჩაერთო შესარჩევი ტურის ორგანიზებაში, მზიანი დღე დაგვემთხვა და გადავწყვიტეთ „ეტალონის“ პირველი ეტაპი ბუნებაში ჩაგვეტარებინა, ვინც გაირა ყველას ყურადღება დავიმსახურეთ, შორიდან გულშემატკივრობდნენ ბავშვებს“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ოთარ ვანაძე.

„პირველი ეტაპი უსაფრთხო გარემოში წარიმართა, ერთობლივად გადავწყვიტეთ ღია სივრცეში ჩაგვეტარებინა, რა თქმა უნდა, ბავშვების სურვილიც იყო, თან დავიცავით ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეგულაცია და წესი“,- დასძენს „ეტალონის“ პედაგოგი ნინო დათაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203