„მოვიარეთ სიმღერით მთელი საქართველო“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მუსიკის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
29-10-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მეორე კლასში, მუსიკის გაკვეთილზე, ბავშვებმა მუსიკის მსოფლიო დღე აღინიშნეს თემით: „მოვიარეთ სიმღერით, მთელი საქართველო“.

მოსწავლეებმა იმღერეს მერი დავითაშვილის სიმღერები, შეასრულეს რითმული დავალებები. ბოლოს კი დახატეს სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტი.

მოსწავლეებმა საქართველოს მხარეების მიხედვით ისაუბრეს სხვადასხვა მუსიკალურ საკრავებზე.

მათ მასწავლებელი ხათუნა იობაშვილი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203