წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
29-10-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ნიამორის“ ინიციატივითა და ორგანიზებით სკოლის ღია სივრცეში გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ლექცია-სემინარი ჩატარდა.

კლუბის ხელმძღვანელმა ნატალია მანდარიამ ისაუბრა გარემოსდაცვითი განათლების იმ უმნიშვნელოვანეს დადებით როლზე, რომელიც განაპირობებს ინდივიდში ეკომეგობრული ქცევისა და დამოკიდებულებების განვითარებას.

„გარემოსდაცვითი განათლება პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის, რათა ფეხი ავუწყოთ თანამედროვე სწრაფადცვალებად მსოფლიოს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

14 ოქტომბერი გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღეა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203