
ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს.
პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიან. მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნის და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.
ამჯერად, Iბ კლასის მოსწავლეებმა დავალება „ჩემი პირველი ნაბიჯები“ შეასრულეს. პირველკლასელები დავალებას შემოქმედებითად მიუდგნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
Iბ კლასის მასწავლებელი ნაზი ბეჟანიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები