
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, ყველა რეკომენდაციის დაცვით, 2020-2021 სასწავლო წლის 23 ოქტომბერს სპორტული ღონისძიება „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
სპორტულ ღონისძიებაში ღრელის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე და სპორტის ყველა მასწავლებელი მონაწილეობდა.
მოსწავლეები გაყოფილები იყვნენ ორ გუნდად „არწივები“ და „ლომები“. თითოეულმა გუნდმა შეასრულა წინასწარ დაგეგმილი სახალისო ნომრები, საბოლოო ანგარიში დამთავრდა ფრედ 45:45.
იხილეთ ფოტოები