სურამის N1 სკოლის მოსწავლემ, ცოტნე ლოლაძემ საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყო
28-10-2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 სკოლის მოსწავლემ ცოტნე ლოლაძემ საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. 

ცოტნე ​განსაკუთრებული აზროვნებით და ძერწვის ნიჭით გამოირჩევა. მას გამოფენის მოწყობაში ხელოვნების პედაგოგი მზია გელაშვილი დაეხმარა.

კითხვას - თუ საიდან მოუვიდა იდეა, რომ ძერწვა დაეწყო? ცოტნე პასუხობს - „ჩემმა ტვინმა მომაწოდა ეს იდეა, რომ სატელეფონო თამაშები ჩამენაცვლებინა ძერწვით“.

ცოტნეს გატაცების აღმოჩენამდე სატელოფონო თამაშებით გართობა უყვარდა. 

იხილეთ ნამუშევრები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203