აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის კვირეული გაიმართა
28-10-2020

თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის კვირეული ჩატარდა.

22 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით მოეწყო მხატვრულ-შემოქმედებითი და შემეცნებითი ღონისძიებები, მოეწყო კინოფილმების ჩვენება-განხილვა, ჩატარდა კონფერენცია ქართულ-აფხაზურ თემაზე, აფხაზური ენის წრის წევრებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს აკაკი წერეთლის გამზრდელი, გააჟღერეს დიალოგები აფხაზურად.

კვირეული ბოლოს ჩატარდა დასკვნითი კონცერტი ღია ცის ქვეშ, სადაც წარმოდგენილი იყო ქართულ-აფხაზური ცეკვები და სიმღერები. აფხაზეთიდან დევნილმა ომის ვეტერანმა, თენგიზ კვარაცხელიამ გაიხსენა აფხაზი მეგობრები და საკუთარი, მონატრების, ლექსით ურთიერთშენდობისკენ მოუწოდა მათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203