
მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
ამჯერადაც, შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს მოსწავლეებმა: ანა ნაკანმა, თამარ ნაკანმა, ლუკა ჯაფარიძემ, ბარბარე გაბლიანმა, ანასტასია ჯაფარიძემ, ილია ქურდიანმა, რეზი ჯაფარიძემ, ნუციკო მარგიანმა, დავით ნაკანმა, კახა გოშთელიანმა, ლუკა ქურდიანმა და თორნიკე მურღვლიანმა. უმრავლესობამ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა, დანარჩენებმა კი - ვერცხლის.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები