გაიცანით რუსთავის N21 სკოლის წარმატებული მოსწავლე ბარბარე გელენიძე, რომელიც izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტებს წარმატებით გადის
28-10-2020

რუსთავის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge. ამჯერადაც, მოსწავლეები მონდომებით შეუერთდნენ შემაჯამებელ ტესტირებას.

„ბარბარე გელენიძე რუსთავის N21 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეა. ის უკვე მესამე წელია, რაც აქტიურადაა ჩართული izrune.ge-ს პროექტში. არცერთი ტესტი არ გამოუტოვებია. ბარბარეს ძალიან უყვარს ხატვა, სიმღერა. დადის სამრევლო სკოლაში-სიმღერის ჯგუფში. პროექტის მიმართ ჩართულობაში დიდი წვლილი მიუძღვის დამრიგებელს - ნინო გავაშელს, რომელიც აგრეთვე სკოლის დირექტორია. კლასში თუ წარმატებული მოსწავლეები არიან, რომლებიც izrune.ge-ს ტესტებს აკეთებენ, ეს აგრეთვე პედაგოგების- ხათუნა ლაშხიას და ნონა ღირდალაძის დამსახურებაა“,-ამბობს წარმატებული მოსწავლის მშობელი.

25 ოქტომბერს izrune.ge-ზე „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203