დეხვირის საჯარო სკოლის სუფთა და მოვლილი ეზო მნახველს აღაფრთოვანებს
28-10-2020
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ჯანსაღი და სუფთა გარემოს შექმნაზე აქტიურად ზრუნავენ. 

მოსწავლე-მასწავლებლებმა სკოლის ეზოში მორიგი დასუფთავების დღე მოაწყვეს. 

„ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის ეზო - ადგილი, სადაც მარადმწვანე ხეივანი, ყვავილების ბაღჩა და დეკორაცია - „მე ჩემი სკოლა“ სრულ ჰარმონიას ქმნის.
სუფთა, ჯანსაღი და მოვლილი გარემო მუდამ აღაფრთოვანებს მნახველს.
ხელდაკაპიწებული, მუხლჩაუხრელი მოსწავლე-მასწავლებლების ხალისიანი და ნაყოფიერი დასუფთავების დღე სკოლის ეზოში.
შემოდგომის მცხუნვარე მზეს თან ერთვოდა თითოეული მონაწილის შინაგანი სითბო და სიყვარული საკუთარი საქმის მიმართ.
დღეს კიდევ ერთხელ, ყველამ ერთად, ლამაზ ფერებში დავხატეთ ჩვენი სკოლის თვალწარმტაცი ეზო“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203