„მე მიყვარს ჩემი ოჯახი“ - წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეებს საგანში - „მე და საზოგადოება“ საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
28-10-2020

„მე მიყვარს ჩემი ოჯახი“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საგანში - „მე და საზოგადოება“ საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ.

მე-3 კლასელებმა ერთმანეთს საკუთარი ოჯახი დაუხასიათეს და თემატური ნახატები შექმნეს.

„ჩვენი ოჯახი“- ასეთი გაბრწყინებული  და სიყვარულით სავსე თვალებით ყვებოდნენ  ჩვენი პატარა მერცხლები, მე -3 კლასის მოსწავლეები თავიანთი ოჯახების შესახებ. ბავშვებმა მოიტანეს თავიანთი ოჯახის სურათები და დახატეს ნახატები.

საგანი: „მე და საზოგადოება“. მასწავლებელი მაია ქობულია. 

პატარების თხოვნით ამ თემაზე საუბარი გაგრძელდება ისევ შემაჯამებელ კომპლექსური დავალების დროს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203