ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს
27-10-2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.

ამჯერად, შემაჯამებელ ტესტირებაში ჩართულ მოსწავლეთა შორის მე-3 კლასის მოსწავლე თეიმურაზ ლალიაშვილმა ვერცხლის დიპლომი დაიმსახურა, პირველკლასელმა ერეკლე ლალიაშვილმა კი ოქროს დიპლომი მოიპოვა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203