
დუშეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
ამჯერადაც, მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ შემაჯამებელ ტესტირებაში. თეიმურაზ ბეჟიტაშვილმა, ანასტასია ფრიდონაშვილმა და მარიამ ბეჟიტაშვილმა ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები