
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჯოჭოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
მათგან ერთ-ერთი, ნია გურგენიძე, ჯოჭოს საჯარო სკოლის მეორე კლასის ნიჭიერი მოსწავლე დღეს იუბილარია.
izrune.ge-ს გუნდი მზრუნველი ოჯახის საამაყო შვილს ულოცავს დაბადების დღეს და წარმატებულ, ნათელ მომავალს უსურვებს!
ჭკვიანმა ნიამ შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი დაიმსახურა.
„გამარჯობა, მე ნია გურგენიძე ვარ. ძალიან მიყვარს izrune.ge-ს ტესტები. მიხარია ხუთშაბათის მოსვლა, განსაკუთრებით კი თვის ბოლო კვირის, რადგან ამ დღეს ოქროს დიპლომს ველოდები. მსურს ვასახელო ჩემი სკოლა, ოჯახი და ჩემი საყვარელი მასწავლებლები. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი სკოლის დირექტორს-ქალბატონ შორენა ხაბაძეს. მიყვარხართ და მახარებს izrune.ge!“-ამბობს ნია.