გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა ბიჭაშვილი და მისი მასწავლებელი ლელა ზაქარაია კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
27-10-2020

ონის მუნიციპალიტეტის გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლე და აქტიური ეკოკლუბელი ლიკა ბიჭაშვილი უფროსკლასელთა კონკურსში „ეს ქვეყანა შენია“ მონაწილეობდა.

ლიკა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა, კურატორ მასწავლებელთან ლელა ზაქარაიასთან ერთად. ორივე მათგანი ლეპტოპებით დასაჩუქრდა.

„სამწუხაროდ, 4 აგვისტოს ლიკას დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც გლოლაში უნდა გამართულიყო სტიქიის გამო გადაიდო და გამარჯვებულემბა საჩუქრები ახლა მიიღეს. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ლიკამ ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა და გასულია კონკურსის სუპერ ფინალში თბილისის გუნდებთან ერთად.

გილოცავთ ლიკა ამ წარმატებას და იღბალს გისურვებთ ფინალში.

ლიკა ბიჭაშვილს კამპანიის ფარგლებში განხორციელებულ ყველა აქტივობის განხორციელებაში ეხმარებოდნენ პატარა ეკოკლუბელები, რისთვისაც მადლობა მათ.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები იყო:

1. თვითდახმარების ჯგუფის მიერ დაფინანსებული სოციალური პროექტი „გავუფრთხილდეთ ჩვენს ტყეს“ საკოცონე ადგილების აშენება კურორტის ტერიტორიაზე;
2. გარემოსდაცვითი აქცია;
3. ვიდეო „ჩემი სოფელი გლოლა“
4. ფლეშმობი „ვისწავლოთ გარემოს სიყვარული“
5. ესსე „ეს ქვეყანა შენია“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203