საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბულგარეთის ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვას შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და საუბარი უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარების საკითხს შეეხო.
ორივე მხარისგან გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისთვის.