დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ალექსანდრე და საბა გუგავებმა izrune.ge-ის ოქროს დიპლომები დაიმსახურეს
27-10-2020

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეების მოტივაცია და ჩართულობა izrune.ge-ის საინტერესო და სახალისო ტესტირებებზე მაღალია.

„სკოლის ოქრობიჭებმა, ძმებმა ალექსანდრე და საბა გუგავებმა მორიგი უმაღლესი შეფასებები და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს შემაჯამებელ ტესტირებაში! წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარა ინტელექტუალებს!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203