დაბა ფასანაურის N1 სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და დიპლომები დაიმსახურეს
დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, მოსწავლეებმა - ლაშა
წამალაიძემ, ვაკო
ჩოქურმა და ლუკა
ტუჩაშვილმა ოქტტომბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და
izrune.ge-ს დიპლომები მოიპოვეს.
ლაშა
წამალაიძემ და ვაკო
ჩოქურმა ოქროს დიპლომები დაიმსახურეს, ლუკა ტუჩაშვილმა კი ვერცხლის დიპლომი მოიპოვა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები