ხარაგაულის N3 სკოლის მოსწავლე ელენე ჩიჩილიძემ ხარაგაულის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“  მე-2 ადგილი მოიპოვა
27-10-2020

ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ჩიჩილიძემ ხარაგაულის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“  მე-2 ადგილი მოიპოვა.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ ელენეს მიღწეულ წარმატებას.

ინტელექტ-ჩემპიონატი ხარაგაულში, ბიბლიოთეკის მიმდებარედ, ღია ცის ქვეშ გაიმართა.

ხარაგაულის ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.

2020 წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ხარაგაულის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203