მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპის ტესტირება გაიმართა
27-10-2020

22 ოქტომბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება გაიმართა. 

ტესტირებაში მე-7, მე-8, მე-9 მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები შესარჩევი ტურიში მონდომებით ჩაერთვნენ. სკოლა თითოეულ მოსწავლეს უსურვებს წარმატებებს. 

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

სკოლაში შესარჩევ ტურს ორგანიზება სპეციალურად შერჩეულმა „ეტალონის“ პედაგოგმა გაუწია.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203