ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბი განათლების სამინისტროს რჩეულად დასახელდა
27-10-2020

გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფინალური ტური დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა.

სკოლის ეკოკლუბი განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს რჩეულად დასახელდა და საჩუქრად ტექნიკის ვაუჩერი გადაეცა.

„მადლობა CEEN-ს, ჟიურის წევრებს, რეგიონის კოორდინატორ - მაია კოდუას და განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერისთვის“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203