
თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
გაიცანით პირველკლასელები, რატი ტეტემაძე და ალექსანდრე ბოლქვაძე, რომლებიც თხილნარის N2 საჯარო სკოლის ყოჩაღი, წარმატებული მოსწავლეები არიან. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი izrune.ge -ს პროექტში და ოქროს დიპლომებიც მოიპოვეს, რაც ძალიან გაუხარდათ და თავისი წარმატებით ოჯახის წევრებიც გაახარეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები