დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანასტასია კაციტაძემ izrune.ge-ს დიპლომი მოიპოვა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლემ, ანასტასია კაციტაძემ ოქტომბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და
izrune.ge-ს ვერცხლის დიპლომი დაიმსახურა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.