„დღეს ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ სრული ზოგადი განათლება მიიღონ“- იდლიანის საჯარო სკოლის დირექცია მადლობის წერილს ავრცელებს
27-10-2020

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები შესანიშნავი სიახლით გახარებულები არიან, მათ შესაძლებლობა აქვთ სრული ზოგადი განათლება მიიღონ სოფელ იდლიანში, ჭუბერის სკოლის თანადგომით.

„ჩვენი მინისტრის ბატონი მიხეილ ჩხენკელის ვიზიტმა იდლიანის საჯარო სკოლაში ნაყოფიერი შედეგი გამოიღო და დღეს, ჩვენს საუკეთესო მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ სრული ზოგადი განათლება მიიღონ სოფელ იდლიანში, არაჩვეულებრივი ჭუბერის სკოლის თანადგომით.

მადლობა ყველას იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეების, მშობლების და სკოლის პედკოლექტივის სახელით მათ, ვისაც მცირეოდენი წვლილი მაინც მიუძღვის ამ დიდ საქმეში.

დიდი მადლობა ადგილობრივ თვითმართველობას თანადგომისთვის“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203