
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო ბერიძე - კონკურსის „გაიაქტიურე პერსონალური ბრენდი“ გამარჯვებულია.
ნინო ბერიძე ხეოთის საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. არის სერტიფიცირებული პედაგოგი და ამჟამად სწავლობს მაგისტრატურაზე. დაინტერესებულია ბუღალტერის საქმიანობით და აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებში. მან კარიერული განვითარების ცენტრის „თავდაჯერებულობის ექსპრეს კურსი“ გაიარა.
კონკურსის პირობები იყო იმ შედეგების გაზიარება, რომელიც სასწავლო პროგრამამ მისცა მონაწილეებს. გამარჯვებული გამოავლინა კარიერული განვითარების ცენტრის გუნდმა.
იხილეთ ფოტო