ქუთაისის N9 სკოლის მოსწავლე გაბრიელ ბარდაველიძემ izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი დაიმსახურა
27-10-2020

ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალშიizrune.ge.

ყოჩაღი, წარმატებული ბიჭი - გაბრიელ ბარდაველიძე მეორე კლასის მოსწავლეა. გაბრიელმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი დაიმსახურა.

„გამარჯობა. მე ვარ გაბრიელ ბარდაველიძე, 7 წლის, ძალიან მომწონს izrune.ge-ს ტესტები! სიხარულით ველი ყოველ ხუთშაბათს და თვის ბოლო კვირა დღის შემაჯამებელ ტესტს. დღეს მე ბედნიერი ვარ ჩემი შედეგით!“-ამბობს გაბრიელი.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203