
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მუხიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
მე-3 კლასის მოსწავლე ელგუჯა კობერიძემ შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის ოქროს დიპლომი დაიმსახურა. პედაგოგები ულოცავენ მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას.
„ჩვენს საამაყო მოსწავლეს-ელგუჯა კობერიძეს ვულოცავთ დამსახურებული ოქროს დიპლომის მოპოვებას. ვულოცავთ პედაგოგს, ქალბატონ დარეჯან ყუბანეიშვილს მოსწავლის წარმატებას და რა თქმა უნდა ვულოცავთ მშობლებს - ქალბატონ ელისო ფუთურიძეს და ბატონ გოდერძი კობერიძეს შვილის ამ დიდ წარმატებას და მადლობას ვუხდით ელგუჯას ასეთი გვერდით დგომისა და ღირსეულად აღზრდისათვის“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.