არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე შესწავლილი მასალა პრაქტიკულად განახორციელეს
27-10-2020

წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-10 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე შესწავლილი თეორიული მასალის პრაქტიკულად განხორციელება შეძლეს.

გაკვეთილის თემა იყო - „პროფესიონალიზმი“ და „ვაკანსია“. სასწავლო პროცესს პედაგოგი მაკა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა მოაწყვეს იმიტაცია, რომ ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანს შეფ მზარეული ესაჭიროებოდა. გამოცხადებულ ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა. რთული პაექრობის შემდეგ, ჟიურიმ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, გამარჯვებული გამოავლინა. რესტორნის შეფ მზარეულის თანამდებობა საუკეთესომ დაიკავა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203