
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
ამჯერად, შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის მე-7 კლასის მოსწავლე თაკო ჭურკვეიძემ ვერცხლის დიპლომი დაიმსახურა, მე-4 კლასის მოსწავლე მარიამ ჭურკვეიძემ კი - ოქროს დიპლომი.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები