
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის Vა კლასში სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
კლასის დამრიგებელი თეა ბობოხიძეა, საგნის მასწავლებელი კი - თეა კაკაბაძე.
გამოფენა შესრულდა თემაზე: „იდეა, ჩანაფიქრი, ნამუშევარი“.
მოსწავლეებმა შეძლეს თავიანთი იდეის და ჩანაფიქრის ლამაზ ფერებში გამოხატვა, გაკვეთილმა დიდი ესთეტიკური ტკბობა მისცა მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები