მუხურის თემის საჯარო სკოლაში პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩატარდა
26-10-2020

24-25 ოქტომბერს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გული ბაძაღუას ორგანიზებით, „თიმსის“ პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩატარდა. 

ტრენინგი სკოლაში რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა. ტრენინგს უძღვებოდა მარინე მურჯიკნელი, რომელმაც ფრიად საინტერესო შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელებზე.

სკოლა პროფკავშირის ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გული ბაძაღუას გამოჩენილი  გულისხმიერებისათვის მადლობას უხდის. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203