
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდმა საგანმანათლებლო პროექტში - „იდეების ლაბორატორია“ გაიმარჯვა.
„უკვე მეორე წელია დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპანია „არემჯის“ საგანმანათებლო პროექტ „იდეების ლაბორატორიის" პირველობას არავის უთმობენ!!!
თავდაუზოგავი შრომის შედეგად დაწერილი პროექტების და ღირსეულად წარდგენილი პრეზენტაციის შემდგომ, ამჯერადაც გამარჯვებულად ჩვენი სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი გამოცხადდა!!
„იდეების ლაბორატორიის“ ფარგლებში გამარჯვებული პროექტის განხორციელებას კომპანია „არემჯი" სრულად დააფინანსებს.
ვულოცავთ ამ წარმატებას მოსწავლეებს და ვუსურვებთ მომავალშიც ბევრჯერ გაემარჯვოთ საკუთარი სკოლის, დაბის და ქვეყნის სასახელოდ..!!“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები