თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
26-10-2020

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - საბა ჯანჯღავამ და საბა ახვლედიანმა „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს.

საბა ჯანჯღავამ ოქროს მედალი მოიპოვა, საბა ახვლედიანმა კი ვერცხლის. 

სკოლა მოსწავლეებს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს წარმატებას ულოცავს.

„თბილისის N103 საჯარო სკოლამ „კინგსის“ საგნობრივი ოლიმპიადის 2020 წლის გაზაფხულის სეზონზე განსაკუთრებულ შედეგს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ოლიმპიადამ ელექტრონულ რეჟიმში გადაინაცვლა და ეს ძალიან დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, ჩვენმა მოსწავლეებმა
იასპარეზეს, საუკეთესო შედეგები აჩვენეს და დაჯილდოვდნენ მედლებით: საბა ჯანჯღავა ოქროს მედლით ( III კლასი-მათემატიკა-პედაგოგი თინა ქიზიყურაშვილი) და საბა ახვლედიანი ვერცხლის მედლით (V კლასი- ინგლისური ენა- პედაგოგი
თამარ გამგებელი).
სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს წარმატებას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203