
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა - მაია გორგილაძემ და ნაზიბროლა ვერძაძემ ინგლისურ ენაში უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.
მათ მასწავლებლის პროფესიული წინსვლის სქემით გათვლილი ყველა აქტივობა წარმატებით გაიარეს.
სკოლის დირექცია და თანამშრომლები ულოცავენ პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას.