ტყემლანის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ციალა კაპანაძე დაჯილდოვდა
26-10-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის ​ტყემლანის საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების ღვაწლმოსილი პედაგოგი ციალა კაპანაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ დააჯილდოვა. 

პედაგოგს გაწეული პედაგოგიური შრომისთვის მადლობის სიგელი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მერიას მადლობას უხდიან პედაგოგს კი წარმატებას ულოცავენ. 

„​ტყემლანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მადლობას ვუხდით მერიას აღნიშნული ღონისძიების დამკვიდრებისათვის, ქ-ნ ციალას კი ვულოცავთ დამსახურებულ წარმატებას“,- ნათქვამია სკოლის წერილში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203