„ღვინის გზა“ - საყულიის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა პროექტ-გაკვეთილი ჩაატარეს
26-10-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საყულიის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტ-გაკვეთილი „ღვინის გზა“.

მათ ისაუბრეს კახეთზე, როგორც სოფლის მეურნეობაში ლიდერზე. განსაკუთრებით აღნიშნეს მეღვინეობის განვითარება და მისი წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

ტურისტების მოზიდვის მიზნით შეიქმნა პროექტი „ღვინის გზა“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ყურძნისაგან დამზადებული პროდუქტები, ისაუბრეს ყურძნის ჯიშების, ღვინის დაწურვისა და დაყენების ტექნოლოგიაზე.

პროექტ-გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა. გაკვეთილში აქტიურად იყვნენ ჩართულები მოსწავლეები: ანანო ძაბირაძე, ანანო ჯანაშია, ვაკო ლომიძე და გიორგი სვანაძე.

ისტორიის მასწავლებალი ნანა ბაკურიაა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203