„შემოდგომის სიმფონია“ - ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი წიგნები შექმნეს
26-10-2020

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. საგაკვეთილო თემა იყო „შემოდგომა“. სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს.

„მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად დისტანციური მუშაობისა, ჩემი კლასის მოსწავლეებისა და მშობლების ჩართულობა ძალიან მაღალია.

მათ დაამზადეს პოეზიის ხელნაკეთი წიგნები „შემოდგომის სიმფონია“.

მართლაც საოცარი ნამუშევრებია...

მინდა წარმატებები ვუსურვო ჩემს პატარებს.

სულ მალე კითხვის კლუბის ნამუშევრებს წარმოგიდგენთ,“ - აღნიშნავს ბათუმის N8 საჯარო სკოლის III კლასის დამრიგებელი ნატალია აბუსერიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203