
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბობოყვათის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
ეს ჭკვიანი და საყვარელი გოგონა თამთა გუნდაძეა, მეორე კლასის წარმატებული მოსწავლე.
ჭკვიანმა და საზრიანმა თამთამ შემაჯამებელ ტესტს თავი წარმატებით გაართვა და izrune.ge-ს გულთბილი შეტყობინება გაუგზავნა:
„ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად ველი და შემაჯამებელი ტესტის დღესაც. ყოველთვის მაღალ შეფასებას ვღებულობ და ჩემთვის დროც დამაკმაყოფილებელია. ამ ტესტების საშუალებით ვეჩვევი, რომ კითხვებს სწრაფად და სწორად გავცე პასუხი. ყოველთვის მიხარია, რომ ჩემი წარმატებებით ჩემს მასწავლებელს და ჩემს ოჯახს ვახარებ, განსაკუთრებით კი ჩემს საყვარელ დედიკოს“.
თამთასთან დედიკო izrune.ge-ს მადლობას უხდის პროექტისთვის:
„უღრმესი მადლობა izrune.ge-ს, ასეთი საინტერესო პროგრამისთვის. ჩვენ მთელი მონდომებით ვართ ჩართული, ამ პროექტში. მოსწავლეს ძალიან ეხმარება ცოდნის გაღრმავებაში და ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში!“
შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს, izrune.ge-ზე „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იყო.