
დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე მარიამ გომარელი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული.
მოსწავლე izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადის.
„მე ვარ მარიამი, 9 წლის, ქვიშხეთიდან. ძალიან დიდი მადლობა izrune.ge-ს, ასეთი კარგი პროექტისთვის“,- გვწერს ღიმილიანი, ჭკვიანი გოგონა. საყვარელი მარიამი გვპირდება, რომ მომავალშიც ბევრჯერ გვასახელებს და მზრუნველ ოჯახს თავისი წარმატებით კვლავ გაახარებს!
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.