
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლა მეორე წელია ჩართულია პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც ითვალისწინებს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას და სასკოლო კურიკულუმის შექმნას.
„ეს ითვალისწინებს თითოეულ საგანში პედაგოგის მიერ კომპლექსური დავალებების შექმნას, რომლის შესრულება მოსწავლისგან ითხოვს მეტ შემოქმედებით მიდგომას და აქტიურობას, მასწავლებელს კი ეხმარება ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სასწავლო თემის ფარგლებში აუცილებელი მკვიდრი წარმოდგენები და შეადგინოს სასკოლო კურიკულუმი.
სწორედ, ამ პროექტის ფარგლებში სკოლაში დაწყებით და საბაზო საფეხურებზე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს კომპლექსური დავალებების დანერგვის და განხორციელების პროცესები.
სკოლის მოსწავლეების და მშობლების აზრით აღნიშნულმა პროექტმა და მეთოდებმა მეტი მოტივაცია შესძინეს
მოსწავლეებს, ხოლო სასწავლო პროცესი გახდა კიდევ უფრო სახალისო და ხარისხიანი“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები