ტყიბულის N2 საჯარო სკოლამ ორკვირიანი დისტანციური სწავლების შემდეგ სწავლა საკლასო ოთახებში განაახლა
26-10-2020

ტყიბულის N2 საჯარო სკოლამ ორკვირიანი დისტანციური სწავლების შემდეგ სწავლა საკლასო ოთახებში განაახლა.

კორონავირუსის შემთხვევების გამო სკოლა 12 ოქტომბრიდან დისტანციურ სწავლებაზე იყო. 31 ინფიცირებულიდან 25 მოსწავლე იყო, 6 კი სკოლის თანამშრომელი.

სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, სადაც მაღალხარისხიანი, სრულიად უსაფრთხო და არაალერგიული სადეზინფექციო ხსნარი გამოიყენეს.

სკოლის ადმინისტრაცია ზრუნავს მოსწავლეთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე, შესაბამისად, მოსწავლეებს სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები მაქსიმალურად დაცული დახვდებათ და სასწავლო პროცესს უსაფრთხო გარემოში განაახლებენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203